საწარმომ, გამტარუნარიანობის შეფასებისას, მინიმუმ, უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტორები:
ა) საჰაერო მოძრაობის მომსახურების ტიპი და დონე;
ბ) სამეთვალყურეო რაიონის, სამეთვალყურეო არის და აეროდრომის სტრუქტურული სირთულე;
გ) მეთვალყურის სამუშაო დატვირთვა, მათ შორის განსახორციელებელი მართვისა და კოორდინაციის ამოცანები;
დ) კავშირგაბმულობის, ნავიგაციის და სარადიოლოკაციო სისტემების ტიპების, მათი ტექნიკური საიმედოობა და ქმედუნარიანობის, ასევე სათადარიგო სისტემების ქმედუნარიანობის დონე ან/და დამატებითი პროცედურები;
ე) სმმ-ის სისტემები, რომლებიც საშუალებას აძლევს მეთვალყურეს განახორციელოს დამხმარე და გამაფრთხილებელი ფუნქციები;
ვ) სხვა ნებისმიერი ფაქტორი ან ელემენტი, რომელიც განაპირობებს მეთვალყურის სამუშაო დატვირთვას.
შენიშვნა: მეთვალყურის სამუშაო პუნქტის გამტარუნარიანობის გაანგარიშების მეთოდებზე ინფორმაცია მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში Doc 9426-„საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო