1. ხელშემკვრელი მხარეები რეადმისიისა და ტრანზიტის განხორციელებისათვის განსაზღვრავენ შემდეგ სასაზღვრო-გამტარ პუნქტებს:
a) საქართველოს მხრიდან: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი.
b) მონტენეგროს მხრიდან: პოდგორიცას საერთაშორისო აეროპორტი.
2. ხელშემკვრელმა მხარეებმა შესაძლოა გამონაკლისის სახით დაადგინონ სხვა სასაზღვრო–გამტარი პუნქტები, რომლებიც მიეთითება წამოჭრილი საჭიროებების შესაბამისად.
3. ხელშემკვრელმა მხარეებმა უშუალოდ კომპეტენტური ორგანოების მეშვეობით, დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ერთმანეთს წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასაზღვრო-გამტარი პუნქტების ჩამონათვალში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახე