1. მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ ტრანზიტის შესახებ განაცხადი პირდაპირ ეგზავნება მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს დაცული საკომუნიკაციო არხების გზით, კერძოდ, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის ან ავტორიზებული ელექტრონული სისტემის საშუალებით. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო ტრანზიტის შესახებ განაცხადის მიღების საფუძველზე, დაუყოვნებლივ აგზავნის დასტურს.
2. მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს ტრანზიტის შესახებ განაცხადზე მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა ორგანომ 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, პირდაპირ, წერილობითი ფორმით უნდა უპასუხოს დაცული საკომუნიკაციო არხების საშუალებით, კერძოდ, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის ან ავტორიზებული ელექტრონული სისტემის საშუალებით, რომელიც დაადასტურებს შესვლის პუნქტს და ტრანზიტის სავარაუდო დროს, ან ტრანზიტის შესახებ განაცხადზე უარის მიღების შემთხვევაში აცნობებს უარის მიზეზებს.
3. ტრანზიტის შესახებ განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
a) ტრანზიტის ტიპი (საჰაერო ან სახმელეთო), ტრანზიტის სხვა შესაძლო სახელმწიფოები და გათვალისწინებული საბოლოო დანიშნულების სახელმწიფო;
b) პირის მონაცემები (მაგ. სახელი, გვარი, ქორწინებამდელი გვარი, სხვა სახელები, რომლებსაც იყენებს/ან რომლითაც ცნობილია ან მეტსახელები, დაბადების თარიღი, სქესი და თუ შესაძლებელია, დაბადების ადგილი, მოქალაქეობა, ენა, სამგზავრო დოკუმენტის ტიპი და ნომერი);
c) სავარაუდო სასაზღვრო–გამტარი პუნქტი, გადაცემის დრო და ადგილი, ესკორტის შესაძლო თანხლება;
d) მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ წინამდებარე შეთანხმების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობები დაკმაყოფილებულია და არ არსებობს ცნობები ისეთი მიზეზების არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც უნდა მოხდეს წინამდებარე შეთანხმების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადზე უარის თქმა.
4. ტრანზიტის შესახებ განაცხადის საერთო ფორმა მოცემულია წინამდებარე შეთანხმების მე-6 დანართში.
5. თუ სატრანზიტო ოპერაცია ხორციელდება საჰაერო ტრანსპორტირებით, გადასაცემი პირი და შესაძლო ესკორტის განმახორციელებელი პირები თავისუფლდებიან აეროპორტის სატრანზიტო ვიზის აღების ვალდებულებისგან.
6. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოები, ორმხრივი კონსულტაციების გამართვის საფუძველზე, ხელს შეუწყობენ სატრანზიტო ოპერაციების განხორციელებას, კერძოდ, პირებზე ზედამხედველობის განხორციელებასა და ამ მიზნით შესაბამისი პირობების შექმნის გზი