1. ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა განახორციელონ მესამე ქვეყნის მოქალაქეთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა  ტრანზიტი   იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია ასეთ პირთა პირდაპირი დაბრუნება დანიშნულების სახელმწიფოში.

2. ხელშემკვრელი მხარეები გასცემენ ნებართვას მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ტრანზიტზე ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმ შემთხვევაში, თუ გარანტირებულია შესვლა ტრანზიტის სხვა შესაძლო სახელმწიფოებში და რეადმისია საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს მიერ.

3. ხელშემკვრელმა მხარებმა შესაძლოა უარი თქვან ტრანზიტზე:

a) თუ მესამე ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ემუქრება წამების ან არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, ან სასჯელის, ან სასიკვდილო განაჩენის, ან რასობრივი წარმოშობის, რელიგიური მრწამსის, ეროვნების, კონკრეტული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის საფრთხე დანიშნულების სახელმწიფოში ან ტრანზიტის სხვა სახელმწიფოში; ან

b) თუ მესამე ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი დაექვემდებარება სისხლის სამართლებრივ სანქციებს მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოში ან ტრანზიტის სხვა სახელმწიფოში; ან

c) საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ეროვნული უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის ან მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სხვა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

4. ხელშემკვრელმა მხარეებმა შეიძლება გააუქმონ ნებისმიერი გაცემული ნებართვა, თუ შემდგომში წარმოიშობა ან გაირკვევა წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ისეთი გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის სატრანზიტო ოპერაციის განხორციელებას, ან თუ გარანტირებული აღარ არის მგზავრობის გაგრძელება ტრანზიტის შესაძლო სახელმწიფოებში ან რეადმისია საბოლოო სახელმწიფოში. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე უკან დააბრუნებს მესამე ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, აუცილებლობიდან გამომდინარე და გაჭიანურების გარეშ