1. ხელშემკვრელმა მხარეებმა მესამე ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირთა ტრანზიტი უნდა შემოფარგლონ მხოლოდ იმ შემთხვევებით, როდესაც შეუძლებელია ასეთ პირთა პირდაპირ დაბრუნება დანიშნულების სახელმწიფოში და თუ გარანტირებულია შესვლა ტრანზიტის სხვა შესაძლო სახელმწიფოებში და რეადმისია დანიშნულების სახელმწიფოს მიერ.

2. ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ უარი თქვან მესამე ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირთა ტრანზიტზე:

a) თუ მესამე ქვეყნის მოქალაქეებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს ემუქრებათ წამების ან არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, ან სასჯელის, ან სასიკვდილო განაჩენის, ან რასობრივი წარმოშობის, რელიგიური მრწამსის, ეროვნების, კონკრეტულ სოციალურ ჯგუფთან კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის რეალური საფრთხე დანიშნულების სახელმწიფოში ან ტრანზიტის სხვა სახელმწიფოში; ან

b) თუ მესამე ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები დაექვემდებარებიან სისხლის სამართლებრივ სანქციებს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში ან ტრანზიტის სხვა სახელმწიფოში; ან

c) საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ეროვნული უსაფრთხოების, საჯარო წესრიგის, ან მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სხვა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

3. ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ გააუქმონ ნებისმიერი გაცემული ნებართვა, თუ შემდგომში წარმოიშობა ან გაირკვევა წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ისეთი გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის სატრანზიტო ოპერაციის განხორციელებას, ან თუ გარანტირებული აღარ არის მგზავრობის გაგრძელება ტრანზიტის შესაძლო სახელმწიფოებში ან რეადმისია დანიშნულების სახელმწიფოს მიერ. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე უკან დაიბრუნებს მესამე ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, აუცილებლობიდან გამომდინარე და გაჭიანურების გარეშე.

4. სატრანზიტო ოპერაციებთან დაკავშირებული ნებისმიერი განაცხადი უნდა წარედგინოს მოთხოვნის მიმღებ ხელშემკვრელ მხარეს წერილობით და იგი უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

a) ტრანზიტის ფორმა (საჰაერო ან სახმელეთო გზა), ტრანზიტის სხვა შესაძლო სახელმწიფოები და საბოლოო დანიშნულების სახელმწიფო;

b) მოცემული პირის დეტალები (მაგ., სახელი, გვარი, ქალიშვილობის გვარი, სხვა სახელი, რომელსაც იყენებს/რომლითაც ცნობილია ან მეტსახელი, დაბადების თარიღი, სქესი და, თუ შესაძლებელია, დაბადების ადგილი, მოქალაქეობა, ენა, სამგზავრო დოკუმენტის ტიპი და ნომერი);

c) განსაზღვრული სასაზღვრო გამტარი პუნქტი, გადაცემის თარიღი და დრო და ესკორტის შესაძლო თანხლება;

d) აუცილებლობის შემთხვევაში, სხვა შესაბამისი ინფორმაცია.

5. მოთხოვნის მიმღებმა ხელშემკვრელმა მხარემ განაცხადის მიღებიდან 15 დღის განმავლობაში წერილობით უნდა აცნობოს მოთხოვნის წარმდგენ ხელშემკვრელ მხარეს თავისი თანხმობა შეშვებასთან დაკავშირებით, სასაზღვრო გამტარი პუნქტისა და შეშვების განსაზღვრული დროის დადასტურებით, ან აცნობოს მას შეშვებაზე უარი და ასეთი უარის მიზეზები.

6. თუ სატრანზიტო ოპერაცია ხორციელდება საჰაერო გზით, გადასაცემი პირი და შესაძლო თანმხლები პირები თავისუფლდებიან აეროპორტის სატრანზიტო ვიზის აღების ვალდებულებისგან.

7. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა ორგანომ, ორმხრივი კონსულტაციების საფუძველზე, ხელი უნდა შეუწყოს სატრანზიტო ოპერაციების განხორციელებას, კერძოდ, მოცემულ პირებზე ზედამხედველობის განხორციელებისა და ამ მიზნით შესაბამისი პირობების უზრუნველყოფის გზი