1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის დიპლომატიური არხების მეშვეობით იმ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს, რომლის მეშვეობით ხელშემკვრელი მხარეები აცნობებენ ერთმანეთს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დასრულებას.
2. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით.
3. წინამდებარე შეთანხმებაში ნებისმიერ დროს შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები ხელშემკვრელ მხარეთა წერილობითი ურთიერთშეთანხმებით. ცვლილებები და დამატებები ფორმდება ცალკე ოქმის სახით, შეადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება მეორე ხელშემკვრელი მხარისთვის ოფიციალური შეტყობინებით. წინამდებარე შეთანხმება წყვეტს მოქმედებას ასეთი შეტყობინებიდან 6 თვის შემდეგ.
შესრულებულია ქ. კიშინოვში, 2014 წლის 6 ოქტომბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, რუმინულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე შეთანხმების განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის
სახელით
(ხელმოწერილია)
მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობის
სახელით
(ხელმოწერილია)
„საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის
უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების
საიმპლემენტაციო ოქმი
საქართველოს მთავრობა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში წოდებულნი როგორც „ხელშემკვრელი მხარეები“),სურთ რა საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების (შემდგომში წოდებული როგორც „შეთანხმება“) განხორციელების ხელშეწყობა და მისი მე-9 მუხლიდან გამომდინარე,შეთანხმდნენ შემდეგზ