1. ხელშემკვრელი მხარეები განსაზღვრავენ შეთანხმების განხორციელებაზე პასუხისმგებელ შემდეგ კომპეტენტურ ორგანოებს (შემდგომში წოდებულნი როგორც „კომპეტენტური ორგანოები“):

a) საქართველოსთვის:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მიგრაციის დეპარტამენტი

მისამართი: მ. გახოკიძის ქ. 16, 0182, თბილისი, საქართველო

ტელ.: (+995 32) 2 41 96 35

ფაქსი: (+995 32) 2 41 96 26

ელფოსტა: readmission@mia.gov.ge

b) მოლდოვას რესპუბლიკისთვის:

შინაგან საქმეთა სამინისტრო

მიგრაციისა და თავშესაფრის ბიურო

მისამართი: კიშინიოვი, სტეფან კელ მარეს გამზირი 124

ტელ./ფაქსი: +37322272203, +37322265618

ელფოსტა: readmission@bma.gov.md

2. შეთანხმებისა და წინამდებარე საიმპლემენტაციო ოქმის (შემდგომში წოდებული როგორც „ოქმი“) დებულებების განხორციელების მიზნით კომპეტენტური ორგანოები უშუალოდ ითანამშრომლებენ ერთმანეთთან. ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით დაუყოვნებლივ შეატყობინებენ ერთმანეთს წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კომპეტენტური ორგანოების ნუსხაში ნებისმიერი ცვლილების შეტანის შესახებ.

3. კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ წერილობითი ფორმით შეატყობინებენ ერთმანეთს მათ საკონტაქტო მონაცემებში ნებისმიერი ცვლილების შეტანის შესახე