1. რეადმისიასა და ტრანზიტთან დაკავშირებით წარმოშობილი ყველა სახის სატრანსპორტო და ადმინისტრაციული ხარჯები მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ან საბოლოო დანიშნულების ქვეყნის საზღვრამდე დაიფარება მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის მიერ.

2. შეთანხმების მე-5 მუხლის შესაბამისად გაღებული ხარჯები დაიფარება მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოების საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით ანგარიშფაქტურის მიღებიდან 30 დღის განმავლობაშ