1. წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან, გამოყენებასთან და განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავა გადაწყდება ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურ ორგანოებს შორის ორმხრივი კონსულტაციებისა და შეხედულებათა გაზიარების გზით, როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით. იმ შემთხვევაში, თუ დავები ვერ გადაწყდება ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოების მიერ, ისინი გადაწყდება დიპლომატიური არხების მეშვეობით.

2. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განხორციელების მიზნით, ორგანიზებულ იქნება ექსპერტთა შეხვედრები ორივე ხელშემკვრელი მხარის წარმომადგენელთა მონაწილეობით. ასეთი შეხვედრები გაიმართება ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნი