1. რეადმისიის განაცხადს პასუხი უნდა გაეცეს წერილობით 30 დღის განმავლობაში.
2. ვადის ათვლა დაიწყება რეადმისიის განაცხადის მიღების დღიდან. აღნიშნული ვადის ფარგლებში პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, რეადმისიის განაცხადი ჩაითვლება შეთანხმებულად.
3. რეადმისიის განაცხადზე უარის მიზეზები დასაბუთებული უნდა იქნეს წერილობით.
4. თანხმობის მიცემის შემდეგ, ან, საჭიროების შემთხვევაში, წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, პირის გადაცემა განხორციელდება 3 თვის ვადაში. მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით, აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს იმ პერიოდით, რომელიც საჭიროა იურიდიული ან პრაქტიკული სახის დაბრკოლებათა აღმოსაფხვრელა