წინამდებარე შეთანხმებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
a) „მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე“ ნიშნავს ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც მოთხოვნით მიმართავს მეორე ხელშემკვრელ მხარეს იმ პირის რეადმისიასთან დაკავშირებით, რომელიც უკანონოდ იმყოფება მის ტერიტორიაზე;
b) „მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე“ ნიშნავს ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც იღებს მოთხოვნას მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარისაგან იმ პირის რეადმისიასთან დაკავშირებით, რომელიც უკანონოდ იმყოფება მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე;
c) „მესამე ქვეყნის მოქალაქე“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც გააჩნია რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა, საქართველოს ან მოლდოვას რესპუბლიკის მოქალაქეობის გარდა;
d) „მოქალაქეობის არმქონე პირი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც არ გააჩნია არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა;
e) „კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს საქართველოს ან მოლდოვას რესპუბლიკის ნებისმიერ ეროვნულ ორგანოს, რომელსაც მინდობილი აქვს წინამდებარე შეთანხმების განხორციელება;
f) „მოქალაქე“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც გააჩნია საქართველოს ან მოლდოვას რესპუბლიკის მოქალაქეობა მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად;
g) „ბინადრობის ნებართვა“ ნიშნავს საქართველოს ან მოლდოვას რესპუბლიკის მიერ გაცემულ ნებისმიერი სახის ნებართვას, რომელიც პირს აძლევს მის ტერიტორიაზე ცხოვრების უფლებას. იგი არ გულისხმობს პირისთვის გაცემულ დროებით ნებართვებს, რომლებიც ითვალისწინებს პირის ყოფნას მის ტერიტორიაზე თავშესაფრის ან ბინადრობის ნებართვის მისაღებად შეტანილი განაცხადის განხილვასთან დაკავშირებით;
h) „ვიზა“ ნიშნავს საქართველოს ან მოლდოვას რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემულ ნებართვას ან მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც აუცილებელია მის ტერიტორიაზე შესასვლელად ან მისი ტერიტორიის ტრანზიტით გასავლელა