1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით და ფორმალობების გარეშე, გარდა წინამდებარე შეთანხმებაში მითითებულისა, განახორციელებს ნებისმიერი იმ პირის რეადმისიას, რომელიც არ ან აღარ აკმაყოფილებს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრებისთვის დადგენილ მოთხოვნებს, იმ პირობით, თუ წინამდებარე შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმის შესაბამისად დამტკიცდება ან ივარაუდება, რომ ამ პირს გააჩნია მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეობა. იგივე ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც დაკარგეს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეობა მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ.

2. რეადმისიის განაცხადთან დაკავშირებით მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური დიპლომატიური მისია ან საკონსულო სამსახური, რეადმისიას დაქვემდებარებული პირის სურვილის მიუხედავად, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში გასცემს რეადმისიას დაქვემდებარებული პირის დაბრუნებისთვის აუცილებელ სამგზავრო დოკუმენტს, რომელსაც გააჩნია 90 დღიანი მოქმედების ვად