1. მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანო იღებს პირებს, რომლებიც შევიდნენ ან იმყოფებიან მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესვლის, გასვლისა ან ყოფნის საკითხებთან დაკავშირებით ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის დარღვევით, თუ დადგინდა, რომ ისინი არიან მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები ან დაკარგეს მისი მოქალაქეობა მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ და არ მიიღეს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა.

2. დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელთა საფუძველზეც დასტურდება პირის მოქალაქეობა, მოცემულია საიმპლემენტაციო ოქმის მე-3 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, ხოლო დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელთა საფუძველზე ივარაუდება პირის მოქალაქეობა, მოცემულია საიმპლემენტაციო ოქმის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში.

წინამდებარე შეთანხმებისა და საიმპლემენტაციო ოქმის ხელმოწერის თარიღიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, გაცვლიან საიმპლემენტაციო ოქმის მე-3 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მოცემული დოკუმენტების ნიმუშებს. თითოეული მხარე, დიპლომატიური არხების მეშვეობით, დაუყოვნებლივ აცნობებს მეორე მხარეს აღნიშნულ ნიმუშებში ნებისმიერი ცვლილების შეტანის შესახებ.

3. თუ ვერ ხერხდება საიმპლემენტაციო ოქმის მე-3 მუხლში მოცემული ვერცერთი მტკიცებულების წარდგენა, ან ისინი არ არის საკმარისი, მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენელი ან დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს თხოვნით, რომელიც თან ერთვის რეადმისიის შესახებ მოთხოვნას, უზრუნველყოფს რეადმისიას დაქვემდებარებულ პირთან გასაუბრებას მისი მოქალაქეობის დადგენის მიზნით. გასაუბრების პროცედურა განისაზღვრება საიმპლემენტაციო ოქმით.

4. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირი ფლობს მოქმედ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს მოქალაქის ვინაობას, რეადმისიის შესახებ მოთხოვნის წარდგენა საჭირო არ არის. ასეთი პირების გადაცემა ხორციელდება საიმპლემენტაციო ოქმის მე-10 მუხლის შესაბამისად, თუმცა, ამასთან, მხარეთა სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები აცნობებენ ერთმანეთს ასეთი პირის გასვლის თარიღის შესახებ გასვლამდე არაუგვიანეს 72 საათის