1. მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს განაცხადის საფუძველზე და ყოველგვარი შემდგომი ფორმალობების გარეშე, გარდა წინამდებარე შეთანხმებაში მითითებულისა, განახორციელებს ყველა იმ პირის რეადმისიას, რომლებიც ვერ ან უკვე ვეღარ აკმაყოფილებენ მოთხოვნის წარმდგენ სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების თაობაზე დადგენილ მოთხოვნებს იმ პირობით, თუ დამტკიცდება ან თუ შესაძლებელია, რომ წარდგენილი prima facie მტკიცებულებების საფუძველზე დასაბუთებულად ივარაუდებოდეს, რომ ეს პირები არიან მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს მოქალაქეები.
2. მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო ასევე განახორციელებს შემდეგი პირების რეადმისიას:
- წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირთა არასრულწლოვანი დაუქორწინებელი შვილები, მიუხედავად მათი დაბადების ადგილის ან მოქალაქეობისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ აქვთ მოთხოვნის წარმდგენ სახელმწიფოში დამოუკიდებლად მიღებული ბინადრობის უფლება;
- ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირთა მეუღლეები, რომელთაც გააჩნიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ან არიან მოქალაქეობის არმქონე პირები და აქვთ ძალაში მყოფი სამგზავრო დოკუმენტი, იმ პირობით, თუ მათ გააჩნიათ მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის და ყოფნის უფლება, ან აქვთ საფუძველი მოიპოვონ ასეთი უფლება მოგვიანებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ გააჩნიათ მოთხოვნის წარმდგენ სახელმწიფოში ცხოვრების დამოუკიდებლად მიღებული უფლება.
3. მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო ასევე განახორციელებს იმ პირის რეადმისიას, რომელმაც ამ უკანასკნელის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად უარი თქვა მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს მოქალაქეობაზე მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო ამ პირებს დაპირდა ნატურალიზაციას.
4. რეადმისიის განაცხადთან დაკავშირებით მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, რეადმისიას დაქვემდებარებული პირის სურვილის მიუხედავად, არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში, გასცემს რეადმისიას დაქვემდებარებული პირის დაბრუნებისთვის აუცილებელ სამგზავრო დოკუმენტს, რომელსაც აქვს ოთხმოცდაათ (90) დღიანი მოქმედების ვადა. თუ მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა სამგზავრო დოკუმენტი, ასეთ შემთხვევაში მისაღებად ჩაითვლება მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს ქვეყნიდან გაძევების მიზნით გაცემული სტანდარტული სამგზავრო დოკუმენტის გამოყენება.
5. თუ იურიდიული ან ფაქტობრივი გარემოებების გამო ვერ ხერხდება მოცემული პირის გადაცემა თავდაპირველად გაცემული სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადაში, მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში გასცემს ახალ სამგზავრო დოკუმენტს მოქმედების იმავე ვადით. თუ მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა სამგზავრო დოკუმენტი, ასეთ შემთხვევაში მისაღებად ჩაითვლება მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს მიერ ქვეყნიდან გაძევების მიზნით გაცემული სტანდარტული სამგზავრო დოკუმენტის გამოყენება.
6. წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური არხებით გაცვლიან ქვეყნის დატოვებისთვის საჭირო სტანდარტული სამგზავრო დოკუმენტების ნიმუშებ