1. შესაძლებლობის ფარგლებში რეადმისიის განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
(a) რეადმისიას დაქვემდებარებული პირის შესახებ მონაცემები (მაგალითად, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და, როცა შესაძლებელია – დაბადების ადგილი და ბოლო საცხოვრებელი ადგილი) და, საჭიროების შემთხვევაში, მონაცემები არასრულწლოვანი დაუქორწინებელი შვილების ან/და მეუღლეების შესახებ;
(b) საკუთარი მოქალაქეების შემთხვევაში, მითითება მოქალაქეობის დამადასტურებელ საშუალებებზე ან prima facie მტკიცებულებებზე, როგორც ეს მითითებულია შესაბამისად პირველ და მე-2 დანართებში;
(c) მესამე სახელმწიფოს მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირთა შემთხვევაში, მითითება, მესამე სახელმწიფოს მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირების რეადმისიის პირობების დამადასტურებელ საშუალებებზე ან prima facie მტკიცებულებებზე, როგორც ეს მითითებულია შესაბამისად მე-3 და მე-4 დანართებში;
(d) რეადმისიას დაქვემდებარებული პირის ფოტოსურათი;
(e) თითის ანაბეჭდები.
2. შესაძლებლობის ფარგლებში, რეადმისიის განაცხადი, ასევე, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
(a) განცხადება, რომ გადასაცემ პირს შესაძლებელია ესაჭიროებოდეს დახმარება ან მზრუნველობა იმ პირობით, თუ პირმა აღნიშნულზე თანხმობა მკაფიოდ გამოხატა;
(b) სხვა ნებისმიერი სახის დაცვისა და უსაფრთხოების ზომა ან პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა აუცილებელი იყოს გადაცემის კონკრეტულ შემთხვევაში.
3. რეადმისიის განაცხადის საერთო ფორმა, რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული, თან ერთვის წინამდებარე შეთანხმებას მე-5 დანართის სახით.
4. რეადმისიისა და ტრანზიტის განაცხადები, მათი პასუხები და სხვა შესაბამისი შეტყობინებები შეიძლება წარდგენილი იყოს კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, მათ შორის, რეადმისიის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემით (შემდგომში „RCMES“