შესაძლებლობის ფარგლებში, რეადმისიის განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

რეადმისიას დაქვემდებარებული პირის შესახებ მონაცემები (მაგ.: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და თუ შესაძლებელია – დაბადების ადგილი და ბოლო საცხოვრებელი ადგილი) და, საჭიროების შემთხვევაში, მონაცემები არასრულწლოვანი დაუქორწინებელი შვილებისა ან/და მეუღლეების შესახებ;

საკუთარი მოქალაქეების შემთხვევაში, მითითება, თუ რა საშუალებით მოხდება მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთის ან prima facie მტკიცებულების წარდგენა;

მესამე ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირთა შემთხვევაში, მითითება, თუ რა საშუალებით მოხდება მესამე ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიის პირობების და უკანონო შესვლის და ცხოვრების დამადასტურებელი საბუთის ან prima facie მტკიცებულების წარდგენა;

რეადმისიას დაქვემდებარებული პირის ფოტოსურათი;

თითების ანაბეჭდები.

შესაძლებლობის ფარგლებში, რეადმისიის განაცხადი ასევე უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

განცხადება, რომ გადასაცემ პირს შესაძლებელია ესაჭიროებოდეს დახმარება, ან მზრუნველობა, იმ პირობით, თუ პირმა აღნიშნულზე დასტური მკაფიოდ გამოხატა;

დაცვის, უსაფრთხოების ნებისმიერი სხვა ზომა ან პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა აუცილებელი იყოს გადაცემის კონკრეტულ შემთხვევაში.

რეადმისიის განაცხადის საერთო ფორმა თან ერთვის წინამდებარე შეთანხმებას მე-5 დანართის სახით.

რეადმისიის განაცხადის წარდგენა შესაძლებელია საკომუნიკაციო საშუალებების გზით, რაც არ გამორიცხავს ელექტრონულ საშუალებებსა