მე-6(2) მუხლის შეუზღუდავად, პირის დაბრუნებამდე, მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს წერილობით და არანაკლებ 3 სამუშაო დღით ადრე აცნობებენ გადაცემის დროის, შესვლის პუნქტის, შესაძლო ესკორტის და გადაცემასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის შესახებ.
ტრანსპორტირება შესაძლებელია განხორციელდეს საჰაერო და სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებით. დაბრუნება საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით არ შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოსა ან გაერთიანებული სამეფოს სატრანსპორტო კომპანიების მომსახურების გამოყენებით და შესაძლებელია განხორციელდეს რეგულარული ან, მოთხოვნის მიმღები მხარის მოქალაქეთა შემთხვევაში, ჩარტერული რეისებით. ესკორტირებული დაბრუნების შემთხვევაში, ასეთი ესკორტები არ შემოიფარგლება მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს უფლებამოსილი პირების მონაწილეობით, თუმცა ისინი უნდა იყვნენ საქართველოსა ან გაერთიანებული სამეფოს მიერ უფლებამოსილი პირებ