1. მე-7(3) მუხლის შეუზღუდავად, პირის დაბრუნებამდე, მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს წერილობით და არანაკლებ 3 სამუშაო დღით ადრე აცნობებენ გადაცემის დროის, სასაზღვრო გამტარი პუნქტის, შესაძლო ესკორტის და გადაცემასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის შესახებ.

2. ტრანსპორტირება შესაძლებელია განხორციელდეს საჰაერო, სახმელეთო ან საზღვაო სატრანსპორტო საშუალებებით. დაბრუნება საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით არ შემოიფარგლება მხოლოდ ხელშემკვრელი მხარეების სატრანსპორტო კომპანიების მომსახურების გამოყენებით და შესაძლებელია განხორციელდეს რეგულარული ან ჩარტერული რეისებით. ესკორტირებული დაბრუნების შემთხვევაში, ასეთი ესკორტები არ შემოიფარგლება მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს უფლებამოსილი პირების მონაწილეობით, თუმცა ისინი უნდა იყვნენ საქართველოს ან ისლანდიის მიერ უფლებამოსილი პირებ