პერსონალურ მონაცემთა გადაცემა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გადაცემა აუცილებელია საქართველოს ან ისლანდიის კომპეტენტური ორგანოების მიერ წინამდებარე შეთანხმების განხორციელების მიზნით, შესაბამისი შემთხვევის გათვალისწინებით. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და დაცვა კონკრეტულ შემთხვევაში ექვემდებარება საქართველოსა და ისლანდიის შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას. დამატებით გამოიყენება შემდეგი პრინციპები:

(a) პერსონალურ მონაცემთა დამუშავება უნდა მოხდეს სამართლიანი და კანონიერი გზით;

(b) პერსონალურ მონაცემთა შეგროვება ხორციელდება წინამდებარე შეთანხმების განხორციელების კონკრეტული, მკაფიოდ გამოხატული და ლეგიტიმური მიზნით და იგი არ ექვემდებარება შემდგომ დამუშავებას ამ მიზნისთვის შეუფერებლად, არც მონაცემთა გადამცემი ორგანოს და არც მიმღები ორგანოს მიერ;

(c) პერსონალური მონაცემები უნდა იყოს ადეკვატური, შესაბამისი და არ სცდებოდეს იმ მიზანს, რომლისთვისაც მოხდა მათი შეგროვება ან/და შემდგომი დამუშავება; კერძოდ, გადაცემული პერსონალური მონაცემები უნდა მოიცავდეს მხოლოდ შემდეგს:

- გადასაცემი პირის მონაცემები (მაგ., გვარი, სახელი, ნებისმიერი ადრინდელი სახელი, სხვა სახელი, რომელსაც იყენებს/რომლითაც ცნობილია, ან მეტსახელი, სქესი, სამოქალაქო მდგომარეობა, დაბადების თარიღი და ადგილი, ამჟამინდელი და ნებისმიერი ადრინდელი მოქალაქეობა);

- პასპორტი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან მართვის მოწმობა (ნომერი, მოქმედების ვადა, გაცემის თარიღი, გამცემი ორგანო, გაცემის ადგილი);

- გასაჩერებელი ადგილები და მარშრუტები;

- სხვა მონაცემები, რომლებიც საჭიროა გადასაცემი პირის ამოსაცნობად ან წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული რეადმისიის მოთხოვნების შემოწმების მიზნით;

(d) პერსონალური მონაცემები უნდა იყოს ზუსტი და საჭიროების შემთხვევაში უნდა განახლდეს;

(e) პერსონალური მონაცემები შენახული უნდა იქნეს ისეთი ფორმით, რომელიც იძლევა მონაცემთა სუბიექტების იდენტიფიცირების საშუალებას, არაუმეტეს იმ პერიოდის განმავლობაში, რაც აუცილებელია იმ მიზნის შესასრულებლად, რომლისთვისაც მოხდა აღნიშნულ მონაცემთა შეგროვება ან ხდება მათი შემდგომი დამუშავება;

(f) როგორც მონაცემთა გადამცემი, ისე მიმღები ორგანო მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას, რათა უზრუნველყოს პერსონალურ მონაცემთა შესწორება, წაშლა ან ბლოკირება იმ შემთხვევაში, თუ დამუშავება არ ხორციელდება ამ მუხლის დებულებათა შესაბამისად, კერძოდ, თუ მონაცემები არ არის ადეკვატური, შესაბამისი, ზუსტი, ან სცილდება იმ მიზანს, რომლისთვისაც ხდება მათი დამუშავება. აღნიშნული ითვალისწინებს მეორე მხარისთვის მონაცემთა შესწორების, წაშლის ან ბლოკირების შესახებ შეტყობინების გაგზავნას;

(g) მოთხოვნის შემთხვევაში მონაცემთა მიმღები ორგანო გადამცემ ორგანოს აცნობებს გადაცემული მონაცემების გამოყენების და მიღებული შედეგების შესახებ;

(h) პერსონალური მონაცემები შესაძლოა გადაეცეს მხოლოდ კომპეტენტურ ორგანოებს. სხვა ორგანოებისთვის მათი შემდგომი გადაცემა საჭიროებს მონაცემთა გადამცემი ორგანოს წინასწარ თანხმობას;

(i) მონაცემთა გადამცემ და მიმღებ ორგანოებს ეკისრებათ პერსონალურ მონაცემთა გადაცემის და მიღების წერილობითი აღრიცხვის ვალდებულებ