1. წინამდებარე შეთანხმების რატიფიცირება ან დამტკიცება უნდა განხორციელდეს ხელშემკვრელ მხარეთა მიერ თავიანთი შესაბამისი პროცედურების თანახმად.
2. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა იმ თარიღის მომდევნო თვის პირველი დღიდან, როდესაც ხელშემკვრელი მხარეები აცნობებენ ერთმანეთს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პროცედურების დასრულების შესახებ.
3. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით.
4. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის ოფიციალური შეტყობინების საფუძველზე. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას შეწყვეტს ასეთი შეტყობინებიდან ექვსი თვის შემდე