1. წინამდებარე შეთანხმება არ ზღუდავს ხელშემკვრელი მხარეების იმ უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებიც გამომდინარეობს საერთაშორისო სამართლიდან, მათ შორის, იმ საერთაშორისო კონვენციებიდან, რომელთა წევრებიც არიან ისინი, კერძოდ:

– „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის 28 ივლისის კონვენცია, შესწორებული 1967 წლის 31 იანვრის ოქმით „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“,– „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ“ 1950 წლის 4 ნოემბრის ევროპის კონვენცია,– „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, ან სასჯელის წინააღმდეგ“ 1984 წლის 10 დეკემბრის კონვენცია,– საერთაშორისო კონვენციები ექსტრადიციისა და ტრანზიტის შესახებ.

2. არაფერი წინამდებარე შეთანხმებაში არ უშლის ხელს პირის დაბრუნებას რომელიმე სხვა ფორმალური ან არაფორმალური შეთანხმების საფუძველზე.

ნაწილი VII

იმპლემენტაცია და გამოყენე