1. სატრანზიტო ოპერაციებთან დაკავშირებული ნებისმიერი განაცხადი უნდა წარედგინოს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს წერილობით და უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
(a) ტრანზიტის ტიპი (საჰაერო, საზღვაო ან სახმელეთო), ტრანზიტის სხვა შესაძლო სახელმწიფოები და საბოლოო დანიშნულების სახელმწიფო;
(b) პირის მონაცემები (მაგ., სახელი, გვარი, ქალიშვილობის გვარი, სხვა სახელი, რომელსაც იყენებს/რომლითაც ცნობილია, ან მეტსახელი, დაბადების თარიღი, სქესი და თუ შესაძლებელია – დაბადების ადგილი, მოქალაქეობა, ენა, სამგზავრო დოკუმენტის ტიპი და ნომერი);
(c) სავარაუდო სასაზღვრო გამტარი პუნქტი, გადაცემის დრო და ესკორტის შესაძლო თანხლება;
(d) დეკლარაცია, რომ მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს შეხედულებით, შესრულებულია მე-14(2) მუხლის პირობები და მე-14(3) მუხლის შესაბამისად, არ არსებობს უარის თქმის საფუძველი.
ტრანზიტის განაცხადის საერთო ფორმა მოცემულია წინამდებარე შეთანხმების მე-6 დანართში.
ტრანზიტის განაცხადი შეიძლება წარდგენილ იქნეს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის, ელექტრონული საშუალებებით, მაგ: ფაქსიმილე, ელექტრონული ფოსტა და ა.შ.
2. მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში წერილობითი ფორმით აცნობოს მოთხოვნის წარმდგენ სახელმწიფოს თავისი თანხმობა ტერიტორიაზე შეშვებასთან დაკავშირებით, დაუდასტუროს სასაზღვრო გამტარი პუნქტი და შეშვების დრო, ან განუცხადოს შეშვებაზე უარი და აცნობოს უარის მიზეზები. თუ პასუხი გაცემული არ იქნება ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში, ჩაითვლება რომ ტრანზიტი შეთანხმებულია.
ტრანზიტის განაცხადზე პასუხი შეიძლება წარდგენილ იქნეს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის, ელექტრონული საშუალებებით, მაგ.: ფაქსიმილე, ელექტრონული ფოსტა და ა.შ.
3. თუ სატრანზიტო ოპერაცია ხორციელდება საჰაერო ტრანსპორტით, გადასაცემი პირი და შესაძლო თანმხლები პირები თავისუფლდებიან აეროპორტის სატრანზიტო ვიზის აღების ვალდებულებისაგან.
4. მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები, ორმხრივი კონსულტაციების საფუძველზე, ხელს შეუწყობენ სატრანზიტო ოპერაციების განხორციელებას, კერძოდ, პირებზე ზედამხედველობის განხორციელებისა და ამ მიზნით შესაბამისი პირობების შექმნის გზით.
ნაწილი V
ხარჯე