1. მე-3(1) მუხლისა და მე-5(1) მუხლის შესაბამისად მოქალაქეობის დამადასტურებელ საბუთს შესაძლებელია წარმოადგენდეს კერძოდ ამ შეთანხმების პირველ დანართში მითითებული დოკუმენტები. ასეთი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, საქართველო და ისლანდია, ამ შეთანხმების მიზნისათვის, ცნობენ მოქალაქეობას. მოქალაქეობის დამადასტურებელ საბუთს არ შეიძლება წარმოადგენდეს ყალბი დოკუმენტაცია.

2. მე-3(1) მუხლისა და მე-5(1) მუხლის შესაბამისად მოქალაქეობის დამადასტურებელ prima facie მტკიცებულებას წარმოადგენს, კერძოდ, წინამდებარე შეთანხმების მე-2 დანართში მითითებული დოკუმენტები, მაშინაც კი, თუ მათი მოქმედების ვადა გასულია. ასეთი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, საქართველო და ისლანდია, ამ შეთანხმების მიზნისათვის, მოქალაქეობას დადგენილად ჩათვლიან, თუ გამოძიების შემდეგ და მე-11 მუხლში მითითებული ვადების ფარგლებში, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო არ დაამტკიცებს სხვაგვარად. Prima facie მტკიცებულებას არ შეიძლება წარმოადგენდეს ყალბი დოკუმენტაცია.

3. თუ პირველ და მე-2 დანართში მითითებული ვერცერთი დოკუმენტის წარდგენა ვერ ხერხდება, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობა, მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს თხოვნის შემდეგ, რომელიც თან ერთვის რეადმისიის განაცხადს, რეადმისიას დაქვემდებარებული პირის სურვილის მიუხედავად, უზრუნველყოფს პირთან გასაუბრებას მოთხოვნის დღიდან შვიდი სამუშაო დღის განმავლობაში მისი მოქალაქეობის დადგენის მიზნი