1. საქართველო, ისლანდიის განაცხადის საფუძველზე და ისლანდიის მიერ ყოველგვარი შემდგომი ფორმალობების გატარების გარეშე, გარდა წინამდებარე შეთანხმებაში მითითებულისა, განახორციელებს ყველა იმ პირის რეადმისიას, რომლებიც ვერ ან უკვე ვეღარ აკმაყოფილებენ ისლანდიაში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ისლანდიის ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების თაობაზე დადგენილ მოთხოვნებს, იმ პირობით, თუ მე-9 მუხლის შესაბამისად დამტკიცდება, რომ ეს პირები საქართველოს მოქალაქეები არიან.

2. საქართველო ასევე განახორციელებს შემდეგი პირების რეადმისიას:

– ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირთა 18 წლამდე დაუქორწინებელი შვილები, მიუხედავად მათი დაბადების ადგილის ან მოქალაქეობისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ აქვთ ისლანდიაში ბინადრობის დამოუკიდებლად მიღებული უფლება ან თუ ზემოაღნიშნული ბინადრობის დამოუკიდებლად მიღებული უფლება აქვს მეორე მშობელს, რომელსაც აქვს კანონიერი მეურვეობა აღნიშნულ ბავშვზე;

– ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირთა მეუღლეები, რომელთაც აქვთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, იმ პირობით, თუ მათ აქვთ ან ენიჭებათ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის და ყოფნის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ აქვთ ისლანდიაში ბინადრობის დამოუკიდებლად მიღებული უფლება ან როდესაც საქართველოს მიერ დამტკიცებულია, რომ მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, სადავო ქორწინება სამართლებრივად აღიარებული არ არის.

3. საქართველო ასევე განახორციელებს იმ პირთა რეადმისიას, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოერთვათ, რომლებმაც დაკარგეს ან რომლებიც გავიდნენ საქართველოს მოქალაქეობიდან ისლანდიის ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისლანდია ამ პირებს დაპირდა ნატურალიზაციას.

4. რეადმისიის განაცხადთან დაკავშირებით საქართველოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ან საჭიროების შემთხვევაში მე-11(2) მუხლში მითითებული ვადების გასვლის შემდეგ, საქართველოს კომპეტენტური დიპლომატიური ან საკონსულო წარმომადგენლობა, რეადმისიას დაქვემდებარებული პირის სურვილის მიუხედავად, სამი სამუშაო დღის განმავლობაში გასცემს რეადმისიას დაქვემდებარებული პირის დაბრუნებისთვის აუცილებელ სამგზავრო დოკუმენტს, რომელსაც აქვს სამთვიანი მოქმედების ვადა. თუ საქართველომ სამი სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა სამგზავრო დოკუმენტი, ჩაითვლება, რომ ის ცნობს ისლანდიის სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება ქვეყნიდან გაძევების მიზნით.

5. თუ იურიდიული ან ფაქტობრივი გარემოებების გამო ვერ ხერხდება მოცემული პირის გადაცემა თავდაპირველად გაცემული სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადაში, საქართველოს კომპეტენტური დიპლომატიური ან საკონსულო წარმომადგენლობა სამი სამუშაო დღის განმავლობაში გასცემს ახალ სამგზავრო დოკუმენტს მოქმედების იმავე ვადით. თუ საქართველომ სამი სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა სამგზავრო დოკუმენტი, ჩაითვლება, რომ ის ცნობს ისლანდიის სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება ქვეყნიდან გაძევების მიზნი