1. წინამდებარე შეთანხმების დებულებები ვრცელდება პირებზე, რომლებიც ვერ ან უკვე ვეღარ აკმაყოფილებენ საქართველოს ან ისლანდიის ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრებისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
2. წინამდებარე შეთანხმების, მათ შორის ამ მუხლის პირველი პუნქტის გამოყენება არ ზღუდავს მე-18 მუხლში მითითებულ ინსტრუმენტებს.
3. წინამდებარე შეთანხმება არ გავრცელდება მესამე ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომელიც მითითებულია მე-4 და მე-6 მუხლებში, რომლებმაც დატოვეს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ტერიტორია მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ასეთი პირების შესახებ ინფორმაციის მოპოვებამდე 5 წელზე მეტი ხნის წინ, თუ მე-3 დანართში მითითებული დოკუმენტების საშუალებით არ სრულდება მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოში მათი რეადმისიისათვის მე-4 და მე-6 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.
ნაწილი I
საქართველოს რეადმისიის ვალდებულებე