1. ხელშემკვრელი მხარეები გააკეთებენ ყველაფერს, რომ მე-4 და მე-6 მუხლებში მითითებული პირი დააბრუნონ პირდაპირ წარმოშობის ქვეყანაში. ამ პუნქტის დებულებები არ გავრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც შესაძლებელია დაჩქარებული პროცედურის გამოყენება ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
2. ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მე-3 მუხლიდან მე-6 მუხლის ჩათვლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულების საფუძველზე რეადმისიას დაქვემდებარებული პირის ნებისმიერი გადაცემა მოითხოვს რეადმისიის განაცხადის წარდგენას მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსთვის.
3. თუ რეადმისიას დაქვემდებარებული პირი ფლობს მოქმედ სამგზავრო დოკუმენტს ან პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, ასეთი პირის გადაცემის მიზნით მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო ვალდებული არ არის რეადმისიის განაცხადი ან წერილობითი შეტყობინება მე-12(1) მუხლის შესაბამისად წარუდგინოს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.
წინა ქვეპუნქტი არ შეზღუდავს შესაბამისი ორგანოების უფლებას, რომ მათ საზღვარზე გადაამოწმონ რეადმისიას დაქვემდებარებული პირების ვინაობა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შეუზღუდავად, თუ პირი დაკავებულ იქნა მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს სასაზღვრო რეგიონში მას შემდეგ, რაც იგი შევიდა უკანონოდ და უშუალოდ მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიიდან, მოთხოვნის წარმდგენ სახელმწიფოს შეუძლია წარადგინოს რეადმისიის განაცხადი პირის დაკავების შემდეგ სამი სამუშაო დღის განმავლობაში (დაჩქარებული პროცედურა