წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის:
(a) „ხელშემკვრელი მხარეები“ ნიშნავს საქართველოსა და ისლანდიას;
(b) „საქართველოს მოქალაქე“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს საქართველოს მოქალაქეობა მისი კანონმდებლობის შესაბამისად;
(c) „ისლანდიის მოქალაქე“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს ისლანდიის მოქალაქეობა მისი კანონმდებლობის შესაბამისად;
(d) „მესამე ქვეყნის მოქალაქე“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა, საქართველოს ან ისლანდიის მოქალაქეობის გარდა;
(e) „მოქალაქეობის არმქონე პირი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც არ გააჩნია არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა;
(f) „ბინადრობის ნებართვა“ ნიშნავს ისლანდიის ან საქართველოს მიერ გაცემულ ნებისმიერი სახის ნებართვას, რომელიც პირს აძლევს მის ტერიტორიაზე ცხოვრების უფლებას. იგი არ გულისხმობს პირისთვის გაცემულ დროებით ნებართვებს, რომლებიც ითვალისწინებს პირის ყოფნას მის ტერიტორიაზე თავშესაფრის ან ბინადრობის ნებართვის მისაღებად შეტანილი განაცხადის განხილვასთან დაკავშირებით;
(g) „ვიზა“ ნიშნავს საქართველოს ან ისლანდიის მიერ გაცემულ ნებართვას ან მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც აუცილებელია მის ტერიტორიაზე შესასვლელად ან ამ ტერიტორიების ტრანზიტულად გასავლელად. აღნიშნული არ მოიცავს აეროპორტის სატრანზიტო ვიზებს;
(h) „მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო“ ნიშნავს იმ სახელმწიფოს (საქართველო ან ისლანდია), რომელიც წარადგენს რეადმისიის განაცხადს წინამდებარე შეთანხმების მე-8 მუხლის, ან ტრანზიტთან დაკავშირებულ განაცხადს – წინამდებარე შეთანხმების მე-15 მუხლის შესაბამისად;
(i) „მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო“ ნიშნავს იმ სახელმწიფოს (საქართველო ან ისლანდია), რომელსაც წარუდგენენ რეადმისიის განაცხადს წინამდებარე შეთანხმების მე-8 მუხლის, ან ტრანზიტთან დაკავშირებულ განაცხადს – წინამდებარე შეთანხმების მე-15 მუხლის შესაბამისად;
(j) „კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს საქართველოს ან ისლანდიის ნებისმიერ სახელმწიფო ორგანოს, რომელსაც ეკისრება წინამდებარე შეთანხმების განხორციელება მისი მე-20(1) მუხლის შესაბამისად;
(k) „ნებართვის გარეშე მცხოვრები პირი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი შესაბამისი პროცედურების მიხედვით, ვერ ან უკვე ვეღარ აკმაყოფილებს საქართველოს ან ისლანდიის ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრებისათვის დადგენილ მოთხოვნებს;
(l) „ტრანზიტი“ ნიშნავს მესამე ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის გადაადგილებას მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოდან დანიშნულების სახელმწიფომდე მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიის გავლით;
(m) „რეადმისია“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს მიერ პირების (მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს მოქალაქეები, მესამე ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები), რომლებიც უკანონოდ შევიდნენ, იმყოფებიან ან ცხოვრობენ მოთხოვნის წარმდგენ სახელმწიფოში, გადაცემას და მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს მიერ მათ მიღებას;
(n) „სასაზღვრო გამტარი პუნქტი“ ნიშნავს ნებისმიერ პუნქტს, რომელიც ასეთად დადგენილია საქართველოსა და ისლანდიის მიერ მათი შესაბამისი საზღვრების კვეთის მიზნებისათვის, მათ შორის საერთაშორისო აეროპორტებსა და საზღვაო პორტებს;
(o) „სასაზღვრო რეგიონი“ ნიშნავს საქართველოს და ისლანდიის საზღვაო პორტების ტერიტორიას, მათ შორის საბაჟო ზონებსა და საერთაშორისო აეროპორტებ