1. საქართველო, ისლანდიის განაცხადის საფუძველზე და ისლანდიის მიერ ყოველგვარი შემდგომი ფორმალობების გატარების გარეშე, გარდა წინამდებარე შეთანხმებაში მითითებულისა, განახორციელებს ყველა იმ მესამე ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის რეადმისიას, რომელიც ვერ ან უკვე ვეღარ აკმაყოფილებს ისლანდიის ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების მოთხოვნებს, თუ მე-10 მუხლის შესაბამისად დგინდება, რომ ეს პირები:
(a) რეადმისიის განაცხადის წარდგენის დროს ფლობდნენ საქართველოს მიერ გაცემულ მოქმედ ვიზას საქართველოს ტერიტორიიდან პირდაპირ ისლანდიის ტერიტორიაზე შესვლის დროს; ან
(b) ფლობენ საქართველოს მიერ გაცემულ ბინადრობის ნებართვას; ან
(c) საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ან მისი ტერიტორიის ტრანზიტით გავლის შემდეგ, უკანონოდ და პირდაპირ შევიდნენ ისლანდიის ტერიტორიაზე.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული რეადმისიის ვალდებულება არ იმოქმედებს, თუ:
(a) მესამე ქვეყნის მოქალაქემ ან მოქალაქეობის არმქონე პირმა გადაკვეთა მხოლოდ საჰაერო ზონა საქართველოს საერთაშორისო აეროპორტის გავლით; ან
(b) ისლანდიამ მესამე ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე გასცა ვიზა, რომელიც გამოყენებულ იქნა პირის მიერ ისლანდიის ტერიტორიაზე შესვლისათვის ან ბინადრობის ნებართვისთვის თავის ტერიტორიაზე შესვლამდე ან შესვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ პირს აქვს საქართველოს მიერ გაცემული ვიზა ან ბინადრობის ნებართვა, რომელსაც მოქმედების უფრო ხანგრძლივი ვადა აქვს; ან
(c) მესამე ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი სარგებლობს ისლანდიის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლით; ან
(d) მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ მესამე ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი გააძევა თავისი წარმომავლობის ქვეყანაში ან მესამე სახელმწიფოში.
3. რეადმისიის განაცხადთან დაკავშირებით საქართველოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ან, საჭიროების შემთხვევაში, მე-11(2) მუხლში მითითებული ვადების გასვლის შემდეგ, საქართველოს ორგანოები, საჭიროების შემთხვევაში, იმ პირის სახელზე, რომლის რეადმისიაზეც მიღებულ იქნა თანხმობა, სამი სამუშაო დღის განმავლობაში გასცემენ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც საჭიროა მისი დაბრუნებისათვის და რომელსაც ექნება სამ თვემდე მოქმედების ვადა. თუ საქართველომ სამი სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა სამგზავრო დოკუმენტი, ჩაითვლება, რომ ის ცნობს ისლანდიის მიერ გაცემული სტანდარტული სამგზავრო დოკუმენტის გამოყენებას გაძევების მიზნებისათვის.
4. თუ იურიდიული ან ფაქტობრივი გარემოებების გამო ვერ ხერხდება მოცემული პირის გადაცემა თავდაპირველად გაცემული სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადაში, საქართველოს ორგანოები სამი სამუშაო დღის განმავლობაში გაახანგრძლივებენ სამგზავრო დოკუმენტის ვადას ან, საჭიროების შემთხვევაში, გასცემენ ახალ სამგზავრო დოკუმენტს მოქმედების იმავე ვადით. თუ საქართველომ სამი სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა სამგზავრო დოკუმენტი, ჩაითვლება, რომ ის ცნობს ისლანდიის მიერ გაცემული სტანდარტული სამგზავრო დოკუმენტის გამოყენებას გაძევების მიზნებისათვის.
ნაწილი II
ისლანდიის რეადმისიის ვალდებულებე