1. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის განაცხადის საფუძველზე და ყოველგვარი შემდგომი ფორმალობების გარეშე, გარდა წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულისა, განახორციელებს ყველა იმ მესამე ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის რეადმისიას, რომლებიც ვერ ან ვეღარ აკმაყოფილებენ მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების მოქმედ პირობებს, იმ პირობით, თუ დამტკიცდება, ან prima facie მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში ივარაუდება, რომ ეს პირები:
a) რეადმისიის განაცხადის წარდგენის დროს ფლობდნენ მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემულ მოქმედ ვიზას ან ბინადრობის ნებართვას; ან
b) მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის ან მისი ტერიტორიის ტრანზიტით გავლის შემდეგ, უკანონოდ და პირდაპირ შევიდნენ მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
2. პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეადმისიის ვალდებულება არ იმოქმედებს, თუ:
a) მესამე ქვეყნის მოქალაქემ ან მოქალაქეობის არმქონე პირმა გადაკვეთა მხოლოდ საჰაერო ზონა ხელშემკვრელი მხარეების საერთაშორისო აეროპორტის გავლით; ან
b) მოთხოვნის წარმდგენმა ხელშემკვრელმა მხარემ მესამე ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე გასცა ვიზა ან ბინადრობის ნებართვა თავის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლამდე ან შესვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:
i) აღნიშნულ პირს გააჩნია მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემული ვიზა ან ბინადრობის ნებართვა, რომელსაც მოქმედების ვადა ეწურება მოგვიანებთ, ან
ii) მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემული ვიზა ან ბინადრობის ნებართვა მოპოვებულია გაყალბებული ან ფალსიფიცირებული დოკუმენტების გამოყენებით, ან ცრუ განცხადებების გაკეთების საფუძველზე, ან
iii) აღნიშნული პირი ვერ ასრულებს ვიზასთან დაკავშირებულ რომელიმე პირობას.
c) მესამე ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მოქალაქეობის ან ბინადრობის სახელმწიფოს აქვს უვიზო რეჟიმი ან გაფორმებული აქვს რეადმისიის შეთანხმება მოთხოვნის წარმდგენ ხელშემკვრელ მხარესთან აღნიშნული პირის ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის დროს.
3. რეადმისიის შესახებ განაცხადზე მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე რეადმისიას დაქვემდებარებული პირისთვის 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში, გასცემს სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება გაძევების მიზნით. თუ იგი 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცემს სამგზავრო დოკუმენტს, ჩაითვლება, რომ ის ცნობს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარისთვის აღნიშნული პირების გადასაცემა