1. მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე დაიბრუნებს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ ნებისმიერ რეადმისირებულ პირს, თუ მისი მოქალაქეების შემთხვევაში 3 (სამი) თვის ვადაში, ხოლო მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შემთხვევაში – 6 (ექვსი) თვის ვადაში დადგინდება, რომ წინამდებარე შეთანხმების მე-2 ან მე-3 მუხლებით გათვალისწინებული პირობები დაკმაყოფილებული არ არის.
2. ასეთ შემთხვევებში, წინამდებარე შეთანხმების პროცედურული ნორმები იმოქმედებს mutatis mutandis და წარმოდგენილი იქნება დასაბრუნებელი პირის ვინაობასთან და მოქალაქეობასთან დაკავშირებული ყველა არსებული ინფორმაცი