1. პირის დაბრუნებამდე, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს წერილობითი ფორმით აცნობებს გადაცემის თარიღის, სასაზღვრო გამტარი პუნქტის, შესაძლო ესკორტისა და გადაცემასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის შესახებ.

2. შესაძლებლობების ფარგლებში და საჭიროებისამებრ, წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეთანხმება ასევე უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

a) განცხადება, რომ გადაცემას დაქვემდებარებულ პირს შესაძლოა ესაჭიროებოდეს დახმარება ან მზრუნველობა, თუ ეს შედის აღნიშნული პირის ინტერესებში;

b) დაცვისა და უსაფრთხოების ნებისმიერი სხვა ზომა, ან პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა აუცილებელი იყოს გადაცემის კონკრეტულ შემთხვევაში, თუ ეს შედის აღნიშნული პირის ინტერესებში.

3. ტრანსპორტირება შეიძლება განხორციელდეს საჰაერო და სახმელეთო გზით. დაბრუნება საჰაერო გადამზიდველების საშუალებებით არ შემოიფარგლება მხოლოდ ხელშემკვრელი მხარეების ეროვნული გადამზიდველების გამოყენებით და შეიძლება განხორციელდეს რეგულარული ან ჩარტერული რეისებით. ესკორტირებული დაბრუნების შემთხვევაში ესკორტის განმახორციელებელი პირების თანხლება უნდა იქნეს უზრუნველყოფილი მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის მიერ.

4. თუ პირს რეადმისიის ან ტრანზიტის პროცესში თან ახლავს ესკორტი, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე გადასცემს შემდეგ მონაცემებს: ესკორტის განმახორციელებელი პირების სახელები, გვარები, ფუნქციები, პასპორტების ტიპი, ნომერი და გაცემის თარიღი, სამსახურებრივი პირადობის მოწმობები და მათი ბრძანების შინაარსის შემცველი დოკუმენტები.

5. ესკორტის განმახორციელებელი პირები ვალდებული არიან დაიცვან მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კანონმდებლობა.

6. ესკორტის განმახორციელებელი პირები არ ატარებენ სამსახურებრივ უნიფორმას, თან არ იქონიებენ ცეცხლსასროლ იარაღებსა და მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ტარებისთვის შეზღუდულ სხვა საგნებს.

7. ესკორტის განმახორციელებელი პირები თან იქონიებენ მოქმედ პასპორტებსა და სამსახურებრივ  პირადობის მოწმობებს, ასევე მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემულ ბრძანების შინაარსის შემცველ დოკუმენტებს.

8. ესკორტის განმახორციელებელ პირთა რაოდენობა კომპეტენტური ორგანოების მიერ წინასწარ უნდა იქნეს შეთანხმებული ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

9. კომპეტენტური ორგანოები ითანამშრომლებენ იმ ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ესკორტის განმახორციელებელ პირთა ყოფნას ეხება. საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოები შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფენ ესკორტის განმახორციელებელ პირთათვის დახმარების გაწევას.

10. თუ მოთხოვნის მიმღებ მხარეს არ გააჩნია დახმარების გასაწევად შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირი, თანმხლები პირები უფლებამოსილნი არიან, მოთხოვნის მიმღები მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად და არსებული ვითარების პროპორციულად, იმოქმედონ აშკარა საფრთხის არსებობისას გონივრული და პროპორციული ფორმით, რათა თავიდან აიცილოს რეადმისიას ან ტრანზიტს დაქვემდებარებული პირის გაქცევა, თვითდაზიანება ან სხვა პირთა დაზიანება, ან საკუთრების ხელყოფ