1. მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე დროულად, მაგრამ დაგეგმილ დაბრუნებამდე სულ მცირე შვიდი (7) სამუშაო დღით ადრე, წერილობით შეატყობინებს მოთხოვნის მიმღებ ხელშემკვრელ მხარეს იმ პირთა დაბრუნების შესახებ, რომლებიც საჭიროებენ ოფიციალურ ესკორტს, აგრეთვე იმ პირთა რეადმისიის შესახებ, რომლებიც ბრუნდებიან პირდაპირი ან ჩარტერული ავიარეისებით.

2. წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მოცემულ შეტყობინებაში მიეთითება ზუსტი თარიღი, სასაზღვრო გამტარი პუნქტი, რეადმისიას დაქვემდებარებული პირის შესვლის დრო, სამგზავრო დოკუმენტის ტიპი, ნომერი და გაცემის თარიღი, აგრეთვე გადაყვანასთან დაკავშირებული სხვა დეტალები.

3. იმ შემთხვევაში, თუ პირის გადასაყვანად საჭიროა ესკორტის თანხლება, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე ოქმის დანართი 1-ში მოცემულ რეადმისიის განაცხადის „F“ პუნქტსა და აგრეთვე ოქმის დანართი 2-ში მოცემულ ტრანზიტის განაცხადის „D“ პუნქტში მიუთითებს ესკორტის განმახორციელებელი პირების სახელებსა და გვარებს, მათ წოდებას, ოფიციალურ თანამდებობას, პასპორტების ტიპს, ნომერსა და გაცემის თარიღს.

4. წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ ესკორტის განმახორციელებელი პირების მონაცემებთან დაკავშირებით ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე დაუყოვნებლივ წერილობითი ფორმით შეატყობინებს აღნიშნულის შესახებ მოთხოვნის მიმღებ ხელშემკვრელ მხარეს ტექსტის გადაცემის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

5. ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან ესკორტის თანხლებით განხორციელებული გადაყვანის შემდეგ პირობებზე:

- ესკორტის განმახორციელებელი პირები პასუხისმგებელნი არიან რეადმისიას დაქვემდებარებული პირების ესკორტირებაზე და მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლისთვის მათ გადაცემაზე,- ესკორტის განმახორციელებელი პირები თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ შეუიარაღებლად და იმ სხვა ნივთების გარეშე, რომლებიც არ არის ნებადართული მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, და სამოქალაქო ტანსაცმელში,-  ესკორტის განმახორციელებელი პირები ატარებენ დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს რეადმისიის ან ტრანზიტის განხორციელებაზე დადებითი პასუხის არსებობას,- ესკორტის განმახორციელებელ პირებს ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოთ თავიანთი ვინაობისა და ოფიციალური უფლებამოსილების დადასტურება,- მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე ესკორტის განმახორციელებელ პირებს, მათ მიერ თავიანთი მოვალეობების განხორციელების დროს, უზრუნველყოფს ისეთივე დაცვითა და დახმარებით, როგორითაც ის უზრუნველყოფს თავის საკუთარ ოფიციალურ ორგანოებს, რომლებიც ახორციელებენ ასეთ მოვალეობებს,- ესკორტის განმახორციელებელი პირები ნებისმიერ შემთხვევაში ექვემდებარებიან მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას. რეადმისიას დაქვემდებარებული პირის ესკორტირებისას ან ტრანზიტის დროს ესკორტის განმახორციელებელი პირების უფლებამოსილება შემოიფარგლება თავდაცვის უფლებით. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ოფიციალური პირები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განახორციელონ აუცილებელი მოქმედებები, ხელმიუწვდომელნი არიან, ან იმწუთიერი და სერიოზული რისკის შემთხვევაში ასეთი ოფიციალური პირების მხარდაჭერის მიზნით, ესკორტის განმახორციელებელ პირებს შეუძლიათ განახორციელონ გონივრული და თანაზომიერი ღონისძიებები, რათა თავიდან იქნეს აცილებული რეადმისიას დაქვემდებარებული პირის გაქცევა, მისი თვითდაზიანება ან ნებისმიერი მესამე პირის დაზიანება ან ქონებისათვის ზიანის მიყენება,- ესკორტის განმახორციელებელი პირები პასუხისმგებელნი არიან, ატარონ რეადმისიას დაქვემდებარებული პირის სამგზავრო დოკუმენტი და სხვა საჭირო სერტიფიკატები ან პერსონალური მონაცემები და პასუხისმგებელნი არიან, გადასცენ ისინი მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენელს. ესკორტის განმახორციელებელ პირებს არ შეუძლიათ დატოვონ გადაყვანის შეთანხმებული ადგილი მანამდე, სანამ არ დასრულდება რეადმისიას დაქვემდებარებული პირის გადაყვანა,- მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო უზრუნველყოფს, რომ ესკორტის განმახორციელებელ პირებს, საჭიროების შემთხვევაში, ჰქონდეთ ტრანზიტის ან დანიშნულების სახელმწიფო(ებ)ში შესვლის ვიზები.

6. კომპეტენტური ორგანოები თანამშრომლობენ ერთმანეთთან მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ესკორტის განმახორციელებელი პირების ყოფნასთან დაკავშირებულ ყველა საკითხში. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო, საჭიროების შემთხვევაში, აღმოუჩენს შესაძლო დახმარებას ესკორტის განმახორციელებელ პირებ