1. ტრანზიტის განაცხადი (ოქმის დანართი 2-ის თანახმად) ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოების მიერ წერილობით უნდა იქნეს წარდგენილი ფაქსის, ელფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებების მეშვეობით.

2. პასუხი მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ უნდა წარედგინოს მოთხოვნის წარმდგენ ხელშემკვრელ მხარეს ფაქსის, ელფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებების მეშვეობით და იმ ვადების ფარგლებში, რომლებიც მოცემულია შეთანხმების მე-4 მუხლშ