1. რეადმისიის განაცხადზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო წერილობით შეატყობინებს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს რეადმისიის თარიღისა და ფორმის შესახებ.
2. იმ შემთხვევაში, თუ გადაყვანის ვადა გახანგრძლივდა ნებისმიერი სამართლებრივი თუ პრაქტიკული დაბრკოლების გამო, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო დაუყოვნებლივ შეატყობინებს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს აღნიშნული დაბრკოლებების შესახებ და მიუთითებს გადაყვანის განსაზღვრულ ადგილსა და დროს.
3. წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შეტყობინება მოთხოვნის მიმღებ ხელშემკვრელ მხარეს უნდა გაეგზავნოს რეადმისიის განხორციელებამდე სულ მცირე შვიდი (7) სამუშაო დღით ადრ