1. რეადმისიის განაცხადი (ოქმის დანართი 1-ის თანახმად) ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოების მიერ წერილობით უნდა იქნეს წარდგენილი ფოსტის, კურიერის, ფაქსის, ელფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებების მეშვეობით ან დიპლომატიური არხებით.
2. პასუხი მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ უნდა წარედგინოს მოთხოვნის წარმდგენ ხელშემკვრელ მხარეს ფოსტის, კურიერის, ფაქსის, ელფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებების მეშვეობით ან დიპლომატიური არხებით და იმ ვადების ფარგლებში, რომლებიც მოცემულია შეთანხმების მე-4 მუხლში.
3. იმ შემთხვევაში, თუ რეადმისიის პირობები იქნა შესრულებული, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე შესაბამისად წერილობით შეატყობინებს ოქმის პირველ მუხლში მითითებულ მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანო