1. მოქალაქეობა შეთანხმების მე-2 (1) მუხლის შესაბამისად შეიძლება დადასტურებულ იქნას შემდეგი საბუთების მეშვეობით:
- მოქმედი პირადობის მოწმობა;
- ნებისმიერი სახის მოქმედი პასპორტი;
- მოქალაქეობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტები და სხვა მოქმედი ოფიციალური დოკუმენტები, რომლებშიც მკაფიოდ არის მითითებული მოქალაქეობა.
2. მოქალაქეობა შეთანხმების მე-2 (1) მუხლის შესაბამისად შეიძლება დადგინდეს შემდეგი საბუთების მეშვეობით:
- წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ნებისმიერი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა ამოიწურა;
- წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ნებისმიერი დოკუმენტის ასლი;
- მართვის მოწმობები ან მათი ასლები;
- დაბადების მოწმობები ან მათი ასლები;
- კომპანიის საიდენტიფიკაციო ბარათები ან მათი ასლები;
- მოწმეთა წერილობითი ჩვენებები;
- მოცემული პირის მიერ მიცემული წერილობითი ჩვენებები და ენა, რომელზეც ის საუბრობს, მათ შორის ოფიციალურად ჩატარებული ტესტის შედეგის მიხედვით;
- სამსახურებრივი ბარათები და სამხედრო ბილეთები;
- მეზღვაურის წიგნაკები და კაპიტნის სამსახურებრივი ბარათები;
- ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს მოცემული პირის მოქალაქეობის დადგენა