დაკავშირებული მტკიცებულებები
1. შეთანხმების მე-3 (1) მუხლში მოცემული მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების რეადმისიის საფუძვლები დამტკიცდება განსაკუთრებით შემდეგი მტკიცებულებების მეშვეობით:
- ვიზა ან ბინადრობის ნებართვა,- მოცემული პირის სამგზავრო დოკუმენტში არსებული შესვლის/გამგზავრების შტამპები ან მსგავსი აღნიშვნა ან შესვლის/გამგზავრების სხვა მტკიცებულება (მაგალითად: ფოტოგრაფიული მტკიცებულება).
2. შეთანხმების მე-3 (1) მუხლში მოცემული მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების რეადმისიის სავარაუდო საფუძვლები დადგინდება განსაკუთრებით შემდეგი მტკიცებულებების მეშვეობით:
- ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემულმა პირმა ისარგებლა კურიერის ან სამგზავრო სააგენტოს მომსახურებით,- მოცემული პირის, ოჯახის წევრების ან მგზავრობისას თანმხლები პირების მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადება სასამართლო ან ადმინისტრაციული წარმოების დროს,- სასაზღვრო ორგანოს იმ პერსონალის ან სხვა მოწმეების მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადებები, რომლებსაც შეუძლიათ დაადასტურონ მოცემული პირის მიერ საზღვრის გადაკვეთის ფაქტი,- სახელობითი დოკუმენტები, სერთიფიკატები და ნებისმიერი სახის გადახდის ანგარიშები (მაგალითად: სასტუმროს გადახდის ქვითრები, ექიმთან/სტომატოლოგთან ჩაწერის ბარათები, საჯარო/კერძო დაწესებულებებში შესვლის საშვები, ავტომობილის დაქირავების დოკუმენტები, საკრედიტო ბარათების ინვოისები და სხვ.), რომლებიც ნათლად ადასტურებს, რომ მოცემული პირი იმყოფებოდა მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე,- სახელობითი ავიაბილეთები, მატარებლის, საქალაქთაშორისო ავტობუსის ან სანაოსნო საშუალების სახელობითი ბილეთები და/ან მგზავრების ნუსხა, რომელიც ადასტურებს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოცემული პირის ყოფნასა და მარშრუტს;
- პირის ვინაობასთან და/ან ყოფნასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც მოწოდებულია საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ (მაგალითად: გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი