1. მესამე სახელმწიფოთა მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიისათვის საფუძვლების არსებობის მტკიცებულებად გამოიყენება შემდეგი მოქმედი დოკუმენტები:

ა) მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული მოქმედი ვიზა და/ან ბინადრობის ნებართვა;

ბ) მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული მოქმედი მოქალაქეობის არმქონე პირის მოწმობა (ბინადრობის ნებართვა);

გ) მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული მოქმედი ლტოლვილის მოწმობა;

დ) მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი;

ე) მესამე სახელმწიფოს მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოში ბინადრობის უფლების მიმნიჭებელი ნიშნულით (მხოლოდ ბელარუსის რესპუბლიკისათვის);

ვ) მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე დროებითი ბინადრობის (მხოლოდ ბელარუსის რესპუბლიკისათვის) ან მუდმივი ბინადრობის  მოქმედი მოწმობა (ბინადრობის ნებართვა).

2. მესამე სახელმწიფოთა მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიისათვის საფუძვლების არსებობის ირიბ მტკიცებულებად გამოიყენება შემდეგი დოკუმენტები და მონაცემები:

ა) მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ბინადრობის მოწმობა (ბინადრობის ნებართვა), ლტოლვილის მოწმობა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი, რომელთა მოქმედების ვადა ამოიწურა არაუმეტეს 180 კალენდარული დღის წინ;

ბ) მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული ვიზა, რომლის მოქმედების ვადა ამოწურულია;

გ) სახელმწიფო ორგანოთა თანამდებობის პირების წერილობითი განმარტებები;

დ) რეადმისიას დაქვემდებარებული პირის წერილობითი განმარტებები;

ე) მოწმეთა წერილობითი განმარტებები;

ვ) მხარეთა სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოების შესვლის (გასვლის) ნიშნული ნებისმიერი სახის დოკუმენტში, რომელიც ადასტურებს პირადობას და იძლევა სახელმწიფო საზღვრის კვეთის უფლებას;

ზ) მხარეთა სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოების შესვლის (გასვლის) ნიშნული ყალბ დოკუმენტშ