1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა მხარეთა მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან 30 კალენდარული დღის ამოწურვის შემდეგ.
2. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და მისი მოქმედება წყდება ერთი მხარის მიერ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის განზრახვის შესახებ მეორე მხარის წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან 60 კალენდარული დღის ამოწურვის შემდეგ.
3. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, მხარეები დაარეგულირებენ მისი მოქმედების პერიოდში წარმოშობილ ვალდებულებებს.
შესრულებულია ქ. თბილისში, 2015 წლის 23 აპრილს, ორ დედნად, თითოეული ქართულ და რუსულ ენებზე, ამასთან, ორივე ტექსტს გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა.
საქართველოს
მთავრობის სახელით
ხელმოწერილია
ბელარუსის რესპუბლიკის
მთავრობის სახელით
ხელმოწერილია
საიმპლემენტაციო ოქმი
საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმების შესრულების წესის შესახებ
საქართველოს მთავრობა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,გამოხატავენ რა, საერთო სურვილს დაარეგულირონ 2015 წლის 23 აპრილს „საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების (შემდგომში – შეთანხმება) შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები,შეთანხმდნენ შემდეგზ