1. საქართველოს მოქალაქეობა დასტურდება შემდეგი დოკუმენტებით:
ა) საქართველოს მოქალაქის პასპორტი;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
გ) საქართველოს დიპლომატიური პასპორტი;
დ) საქართველოს სამსახურებრივი პასპორტი.
2. ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქეობა დასტურდება შემდეგი დოკუმენტებით:
ა) ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი;
ბ) ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქის დიპლომატიური პასპორტი;
გ) ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქის სამსახურებრივი პასპორტი;
დ) ბელარუსის რესპუბლიკაში დაბრუნების მოწმობა.
3. საფუძვლები ვარაუდისა, რომ პირი ფლობს საქართველოს მოქალაქეობას, სახეზეა:
ა) წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში, რომელთა მოქმედების ვადა ამოწურულია არაუმეტეს 180 კალენდარული დღის წინ;
ბ) წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების ასლებისა და დუბლიკატების არსებობის შემთხვევაში;
გ) რეადმისიას დაქვემდებარებული პირის მიერ წინამდებარე საიმპლემენტაციო ოქმთან პირველი დანართით დადგენილი ფორმით შევსებული და ხელმოწერილი განცხადების არსებობის შემთხვევაში, რომლითაც ის ადასტურებს საქართველოს მოქალაქეობას;
დ) შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ კანონიერ საფუძვლებზე მიღებული მოწმეების წერილობითი განმარტებების არსებობის შემთხვევაში;
ე) სახელმწიფო ორგანოების თანამდებობის პირთა წერილობითი განმარტებების არსებობის შემთხვევაში;
ვ) საქართველოს დასაბრუნებელი მოწმობა.
4. საფუძვლები ვარაუდისა, რომ პირი ფლობს ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქეობას, სახეზეა:
ა) წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში, რომელთა მოქმედების ვადა ამოწურულია;
ბ) წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების ასლებისა და დუბლიკატების არსებობის შემთხვევაში;
გ) რეადმისიას დაქვემდებარებული პირის მიერ წინამდებარე საიმპლემენტაციო ოქმთან პირველი დანართით დადგენილი ფორმით შევსებული და ხელმოწერილი განცხადების არსებობის შემთხვევაში, რომლითაც ის ადასტურებს ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქეობას;
დ) 1991 წლის 12 ნოემბრის მდგომარეობით ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საცხოვრებელ ადგილზე ჩაწერის შესახებ შტამპით სსრკ-ის მოქალაქის პასპორტის არსებობის შემთხვევაში;
ე) შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ კანონიერ საფუძვლებზე მიღებული მოწმეების წერილობითი განმარტებების არსებობის შემთხვევაში;
ვ) სახელმწიფო ორგანოების თანამდებობის პირთა წერილობითი განმარტებების არსებობის შემთხვევაშ