1. წინამდებარე საიმპლემენტაციო ოქმის მე-3 დანართი დადგენილი ფორმის მიხედვით შედგენილი ტრანზიტის შესახებ მოთხოვნა მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წარედგინება მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს ინფორმაციის გადაცემის ტექნიკური საშუალებების მეშვეობით ან, საჭიროების შემთხვევაში, დიპლომატიური არხების საშუალებით შეთანხმების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადებში.
2. საჭიროების შემთხვევაში, მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო ტრანზიტის შესახებ მოთხოვნის „Б“ პუნქტში მიუთითებს დამატებით ინფორმაციას ტრანზიტს დაქვემდებარებული პირის განსაკუთრებული საშიშროებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
3. ტრანზიტის შესახებ მოთხოვნაზე პასუხი მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წარედგინება მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს წერილობითი ფორმით ინფორმაციის გადაცემის ტექნიკური საშუალებების მეშვეობით ან, საჭიროების შემთხვევაში, დიპლომატიური არხების საშუალებით შეთანხმების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადებშ