1. რეადმისიის ან ტრანზიტის განხორციელებისას მოთხოვნის მიმღები მხარის მიერ გაწეული ხარჯები ანაზღაურდება შეთანხმების მე-10 მუხლის შესაბამისად მოთხოვნის წარმდგენი მხარის მიერ ორივე მხარისათვის მისაღებ ვალუტაში მის მიერ გაწეული ხარჯების შესახებ შეტყობინების, რომელსაც თან ერთვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტები, მიღების თარიღიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
2. ერთი მხარის მიერ იმ პირთა გადაცემისას, რომელთა გადაცემაც მოხდა შეცდომით, გაწეული ხარჯები ანაზღაურდება შეთანხმების მე-10 მუხლის შესაბამისად პირველადი მოთხოვნის წარმდგენი მხარის მიერ ორივე მხარისათვის მისაღებ ვალუტაში მის მიერ გაწეული ხარჯების შესახებ შეტყობინების, რომელსაც თან ერთვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტები, მიღების თარიღიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაშ