1. თანხლებით პირის რეადმისიის ან ტრანზიტის საჭიროების შემთხვევაში, მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო აცნობებს მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს თანმხლებ პირთა სახელების, გვარებისა და თანამდებობების, მათი პასპორტების სახეობის, ნომრის, გაცემის თარიღისა და მოქმედების ვადის, აგრეთვე მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მათი ყოფნის სავარაუდო ვადების შესახებ.

2. თანმხლები პირები იცავენ მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კანონმდებლობას მის ტერიტორიაზე ყოფნის დროს.

3. თანმხლებ პირებს უნდა ეცვათ სამოქალაქო ტანსაცმელი, აგრეთვე თან უნდა ჰქონდეთ მოქმედი პასპორტები და დოკუმენტები, რომლებიც მოწმობენ რეადმისიის ან ტრანზიტის შესახებ ურთიერთშეთანხმებას.

4. თანმხლებმა პირებმა თან არ უნდა იქონიონ იარაღი ან სხვა ნივთები, რომლებიც მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეზღუდულია ან ამოღებულია ბრუნვიდან.

5. მხარეთა სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ ყველა საკითხის თაობაზე, რომელიც უკავშირდება მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე თანმხლებ პირთა ყოფნის უზრუნველყოფას. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები თანმხლებ პირებს უწევენ შესაძლო ხელშეწყობა