1. პირთა რეადმისია ხორციელდება მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს საერთაშორისო აეროპორტების სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებში.

2. პირთა ტრანზიტი ხორციელდება მხარეთა სახელმწიფოების საერთაშორისო აეროპორტების ტრანზიტულ ზონებში.

3. რეადმისიის ან ტრანზიტის თარიღი და ადგილი, აგრეთვე, ამ მიზნებით გამოყენებული მხარეთა სახელმწიფოების საერთაშორისო აეროპორტების სახელმწიფო საზღვრის გამტარი პუნქტები, განისაზღვრება მხარეთა სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოების ურთიერთშეთანხმებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

4. რეადმისიას დაქვემდებარებული პირის გადაცემის დაგეგმილ თარიღამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო აცნობებს მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს ასეთი გადაცემის პირობების შესახებ.

ასეთი ინფორმაციის მიღების თარიღიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო აცნობებს მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს გადაცემის პირობების მიზანშეწონილობის შესახებ.

5. იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი გადაცემის პირობები არ არის მიზანშეწონილი მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსათვის, გადაცემის სხვა პირობები შეთანხმებულ უნდა იქნას შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაშ