1. წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულების საფუძველზე, რეადმისიას დაქვემდებარებული პირის ნებისმიერი გადაცემა მოითხოვს რეადმისიის შესახებ განაცხადის წარდგენას მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოსთვის.
2. რეადმისიის შესახებ განაცხადის წარდგენა არ იქნება აუცილებელი, თუ რეადმისიას დაქვემდებარებული პირი ფლობს მოქმედ სამგზავრო დოკუმენტ