1. მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნაზე, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე ყოველგვარი ფორმალობების გარეშე, გარდა წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულისა, მიიღებს ნებისმიერ პირს, რომელიც ვერ ან ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სუვერენულ სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის ან ცხოვრების კანონიერ მოთხოვნებს თუ დამტკიცდება, ან ივარაუდება prima facie მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში, რომ ეს პირი ფლობს მოთხოვნის, მიმღები ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეობას.
2. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე განახორციელებს ასევე შემდეგი პირების რეადმისიას:
− პირველ პუნქტში მითითებულ პირთა არასრულწლოვანი დაუქორწინებელი შვილები, მიუხედავად მათი დაბადების ადგილისა ან მოქალაქეობისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ არ გააჩნიათ მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ცხოვრების დამოუკიდებლად მიღებული უფლება;
− პირველ პუნქტში მითითებულ პირთა მეუღლეები, რომელთაც გააჩნიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა იმ პირობით, თუ მათ გააჩნიათ ან ენიჭებათ მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის ან დარჩენის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ არ გააჩნიათ მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ცხოვრების დამოუკიდებლად მიღებული უფლება.
3. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე, ასევე განახორციელებს იმ პირთა რეადმისიას, რომელთაც დაკარგეს ან გავიდნენ მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეობიდან მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ პირებს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარისგან მიღებული ჰქონდათ თუნდაც ნატურალიზაციის პირობა.
4. რეადმისიის განაცხადთან დაკავშირებით მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური დიპლომატიური მისია ან საკონსულო დაწესებულება, რეადმისიას დაქვემდებარებული პირის სურვილის მიუხედავად, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის მომართვიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში, გასცემს რეადმისიას დაქვემდებარებული პირის დაბრუნებისთვის აუცილებელ სამგზავრო დოკუმენტს, რომელსაც გააჩნია არანაკლებ 45 (ორმოცდახუთი)-დღიანი მოქმედების ვადა. თუ მოთხოვნის მიმღებმა ხელშემკვრელმა მხარემ მომართვიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა სამგზავრო დოკუმენტი, ჩაითვლება, რომ ის ცნობს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემულ, უცხოელთათვის განკუთვნილ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარისათვის აღნიშნული პირების გადასაცემად. თუ იურიდიული და ფაქტობრივი მიზეზების გამო, ვერ ხერხდება პირის გადაცემა თავდაპირველად გაცემული სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადაში, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური დიპლომატიური მისია ან საკონსულო დაწესებულება, 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, სამგზავრო დოკუმენტს გაუგრძელებს მოქმედების ვადას ან აუცილებლობის შემთხვევაში, გასცემს ახალ სამგზავრო დოკუმენტს მოქმედების იმავე ვადით. თუ მოთხოვნის მიმღებმა ხელშემკვრელმა მხარემ 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში არ გასცა ახალი დოკუმენტი ან არ გაუგრძელა ვადა სამგზავრო დოკუმენტს, ჩაითვლება, რომ ის ცნობს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემულ, უცხოელთათვის განკუთვნილ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარისთვის აღნიშნული პირების გადასაცემად.
5. იმ შემთხვევაში, თუ რეადმისიას დაქვემდებარებულ პირს დამატებით, საქართველოსა ან მონტენეგროს მოქალაქეობის გარდა, გააჩნია მესამე ქვეყნის მოქალაქეობა, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე გაითვალისწინებს რეადმისიას დაქვემდებარებული პირის ნებას, რათა განხორციელდეს ამ პირის რეადმისია მის მიერ არჩეულ სახელმწიფოშ