1. წევრი სახელმწიფო, საქართველოს განაცხადის საფუძველზე და ყოველგვარი შემდგომი ფორმალობების გარეშე, გარდა წინამდებარე შეთანხმებაში მითითებულისა, განახორციელებს ყველა იმ პირის რეადმისიას, რომლებიც ვერ ან უკვე ვეღარ აკმაყოფილებენ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების მოთხოვნებს, იმ პირობით, თუ დამტკიცდება, ან ივარაუდება prima facie მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში, რომ ეს პირები წევრი სახელმწიფოს მოქალაქეები არიან.
2. წევრი სახელმწიფო ასევე განახორციელებს შემდეგი პირების რეადმისიას:
(a) 1-ლ პუნქტში მითითებულ პირთა არასრულწლოვანი დაუქორწინებელი შვილები, მიუხედავად მათი დაბადების ადგილისა და მოქალაქეობისა, თუ მათ არ გააჩნიათ საქართველოში ცხოვრების დამოუკიდებლად მიღებული უფლება;
(b) 1-ლ პუნქტში მითითებულ პირთა მეუღლეები, რომლებსაც აქვთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, იმ პირობით, თუ მათ გააჩნიათ ან ენიჭებათ მოთხოვნის მიმღები წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის და დარჩენის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ აქვთ საქართველოში ცხოვრების დამოუკიდებლად მიღებული უფლება.
3. წევრი სახელმწიფო ასევე განახორციელებს იმ პირთა რეადმისიას, რომლებსაც ჩამოერთვათ, ან რომლებმაც უარი თქვეს წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობაზე საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ პირებმა საქართველოს მხრიდან მიიღეს თუნდაც ნატურალიზაციის პირობა.
4. რეადმისიის განაცხადთან დაკავშირებით მოთხოვნის მიმღები წევრი სახელმწიფოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური დიპლომატიური მისია ან საკონსულო სამსახური, რეადმისიას დაქვემდებარებული პირის სურვილის მიუხედავად, დაუყოვნებლივ და არა უგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში, გასცემს რეადმისიას დაქვემდებარებული პირის დაბრუნებისთვის აუცილებელ სამგზავრო დოკუმენტს, რომელსაც აქვს 90-დღიანი მოქმედების ვადა. თუ მოთხოვნის მიმღებმა წევრმა სახელმწიფომ 3 სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა სამგზავრო დოკუმენტი ჩაითვლება, რომ ის ცნობს საქართველოს სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება გაძევების მიზნით.
5. თუ იურიდიული ან ფაქტობრივი გარემოებების გამო, ვერ ხერხდება პირის გადაცემა თავდაპირველად გაცემული სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების პერიოდში, მოთხოვნის მიმღები წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური დიპლომატიური მისია ან საკონსულო სამსახური 3 სამუშაო დღის განმავლობაში სამგზავრო დოკუმენტს გაუგრძელებს მოქმედების ვადას ან, აუცილებლობის შემთხვევაში, გასცემს ახალ სამგზავრო დოკუმენტს მოქმედების იმავე ვადით. თუ მოთხოვნის მიმღებმა წევრმა სახელმწიფომ 3 სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა ახალი სამგზავრო დოკუმენტი ან არ გაუგრძელა მოქმედების ვადა სამგზავრო დოკუმენტს, ჩაითვლება, რომ ის ცნობს საქართველოს სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება ქვეყნიდან გაძევების მიზნით
შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირის შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესხებ · რედაქცია 22.11.2010
მუხლი 4. საკუთარ მოქალაქეთა რეადმისია
მთავარი მონაცემები
- ვადა 3 სამუშაო დღის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. განსაზღვრებები
- მუხლი 2. საკუთარ მოქალაქეთა რეადმისია
- მუხლი 3. მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისია
- მუხლი 5. მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისია
- მუხლი 6. პრინციპები
- მუხლი 7. რეადმისიის განაცხადი
- მუხლი 8. მოქალაქეობასთან დაკავშირებული მტკიცებულებები
- მუხლი 9. მესამე ქვეყნის მოქალაქეებთან და მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებული მტკიცებულებები
- მუხლი 10. ვადები
- მუხლი 11. გადაცემის ფორმები და ტრანსპორტირების სახეები
- მუხლი 12. შეცდომით განხორციელებული რეადმისია
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირის შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესხებ“, მუხლი 4, №0, 22.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016029 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1250250/muxli-4/