1. დანია, საქართველოს განაცხადის საფუძველზე და ყოველგვარი შემდგომი ფორმალობების გარეშე, გარდა წინამდებარე შეთანხმებაში მითითებულისა, განახორციელებს ყველა იმ პირის რეადმისიას, რომლებიც ვერ ან უკვე ვეღარ აკმაყოფილებენ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების მოთხოვნებს, იმ პირობით, თუ დამტკიცდება, ან ივარაუდება prima facie მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში, რომ ეს პირები დანიის მოქალაქეები არიან.

2. დანია ასევე განახორციელებს შემდეგი პირების რეადმისიას:

(a) პირველ პუნქტში მითითებულ პირთა არასრულწლოვანი დაუქორწინებელი შვილები, მიუხედავად მათი დაბადების ადგილისა და მოქალაქეობისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ გააჩნიათ საქართველოში ბინადრობის დამოუკიდებლად მიღებული უფლება; და

(b) პირველ პუნქტში მითითებულ პირთა მეუღლეები, რომლებსაც აქვთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, იმ პირობით, თუ მათ გააჩნიათ ან ენიჭებათ დანიის ტერიტორიაზე შესვლის და დარჩენის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ გააჩნიათ საქართველოში ბინადრობის დამოუკიდებლად მიღებული უფლება.

3. დანია ასევე განახორციელებს იმ პირთა რეადმისიას, რომლებსაც ჩამოერთვათ ან რომლებიც გავიდნენ დანიის მოქალაქეობიდან საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ პირებს მიენიჭათ ნატურალიზაცია საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ.

4. რეადმისიის განაცხადთან დაკავშირებით დანიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დანიის კომპეტენტური დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება, რეადმისიას დაქვემდებარებული პირის სურვილის მიუხედავად, დაუყოვნებლივ და არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში, გასცემს რეადმისიას დაქვემდებარებული პირის დაბრუნებისთვის აუცილებელ სამგზავრო დოკუმენტს, რომელსაც აქვს 90-დღიანი მოქმედების ვადა. თუ დანიამ 3 სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა სამგზავრო დოკუმენტი, ჩაითვლება, რომ ის ცნობს საქართველოს სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება გაძევების მიზნით.

5. თუ იურიდიული ან ფაქტობრივი გარემოებების გამო, ვერ ხერხდება პირის გადაცემა თავდაპირველად გაცემული სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების პერიოდში, დანიის კომპეტენტური დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება 3 სამუშაო დღის განმავლობაში სამგზავრო დოკუმენტს გაუგრძელებს მოქმედების ვადას ან, აუცილებლობის შემთხვევაში, გასცემს ახალ სამგზავრო დოკუმენტს მოქმედების იმავე ვადით. თუ დანიამ 3 სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა ახალი სამგზავრო დოკუმენტი ან არ გაუგრძელა მოქმედების ვადა სამგზავრო დოკუმენტს, ჩაითვლება, რომ ის ცნობს საქართველოს სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება ქვეყნიდან გაძევების მიზნი