1. საქართველო, წევრი სახელმწიფოს განაცხადის საფუძველზე და ყოველგვარი შემდგომი ფორმალობების გარეშე, გარდა წინამდებარე შეთანხმებაში მითითებულისა, განახორციელებს ყველა იმ პირის რეადმისიას, რომლებიც ვერ ან უკვე ვეღარ აკმაყოფილებენ მოთხოვნის წარმდგენი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების მოთხოვნებს, იმ პირობით თუ დამტკიცდება, ან ივარაუდება prima facie მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში, რომ ეს პირები საქართველოს მოქალაქეები არიან.
2. საქართველო ასევე განახორციელებს შემდეგი პირების რეადმისიას:
(a) 1-ლ პუნქტში მითითებულ პირთა არასრულწლოვანი დაუქორწინებელი შვილები, მიუხედავად მათი დაბადების ადგილის ან მოქალაქეობისა, თუ მათ არ გააჩნიათ მოთხოვნის წარმდგენ წევრ სახელმწიფოში ცხოვრების დამოუკიდებლად მიღებული უფლება ან სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული მოქმედი ბინადრობის ნებართვა;
(b) 1-ლ პუნქტში მითითებულ პირთა მეუღლეები, რომელთაც გააჩნიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, იმ პირობით, თუ მათ გააჩნიათ ან ენიჭებათ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის და ყოფნის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ გააჩნიათ მოთხოვნის წარმდგენ წევრ სახელმწიფოში ცხოვრების დამოუკიდებლად მიღებული უფლება, ან სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული მოქმედი ბინადრობის ნებართვა.
3. საქართველო ასევე განახორციელებს იმ პირთა რეადმისიას, რომლებსაც ჩამოერთვათ, ან რომლებმაც დაკარგეს ან უარი თქვეს საქართველოს მოქალაქეობაზე წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ პირებს წევრი სახელმწიფოს მხრიდან მიღებული ჰქონდათ თუნდაც ნატურალიზაციის პირობა.
4. რეადმისიის განაცხადთან დაკავშირებით საქართველოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველოს კომპეტენტური დიპლომატიური მისია ან საკონსულო სამსახური, რეადმისიას დაქვემდებარებული პირის სურვილის მიუხედავად, დაუყოვნებლივ და არა უმეტეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში, გასცემს რეადმისიას დაქვემდებარებული პირის დაბრუნებისთვის აუცილებელ სამგზავრო დოკუმენტს, რომელსაც გააჩნია 90-დღიანი მოქმედების ვადა. თუ საქართველომ 3 სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა სამგზავრო დოკუმენტი, ჩაითვლება, რომ ის ცნობს ევროკავშირის სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება ქვეყნიდან გაძევების მიზნით. [1]
5. თუ იურიდიული ან ფაქტობრივი გარემოებების გამო, ვერ ხერხდება მოცემული პირის გადაცემა თავდაპირველად გაცემული სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადაში, საქართველოს კომპეტენტური დიპლომატიური მისია ან საკონსულო სამსახური, 3 სამუშაო დღის განმავლობაში, სამგზავრო დოკუმენტს გაუგრძელებს მოქმედების ვადას ან, აუცილებლობის შემთხვევაში, გასცემს ახალ სამგზავრო დოკუმენტს მოქმედების იმავე ვადით. თუ საქართველომ 3 სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა ახალი სამგზავრო დოკუმენტი ან არ გაუგრძელა მოქმედების ვადა სამგზავრო დოკუმენტს, ჩაითვლება, რომ ის ცნობს ევროკავშირის სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება გაძევების მიზნით.[2
შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირის შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესხებ · რედაქცია 22.11.2010
მუხლი 2. საკუთარ მოქალაქეთა რეადმისია
მთავარი მონაცემები
- ვადა 3 სამუშაო დღის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. განსაზღვრებები
- მუხლი 3. მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისია
- მუხლი 4. საკუთარ მოქალაქეთა რეადმისია
- მუხლი 5. მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისია
- მუხლი 6. პრინციპები
- მუხლი 7. რეადმისიის განაცხადი
- მუხლი 8. მოქალაქეობასთან დაკავშირებული მტკიცებულებები
- მუხლი 9. მესამე ქვეყნის მოქალაქეებთან და მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებული მტკიცებულებები
- მუხლი 10. ვადები
- მუხლი 11. გადაცემის ფორმები და ტრანსპორტირების სახეები
- მუხლი 12. შეცდომით განხორციელებული რეადმისია
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირის შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესხებ“, მუხლი 2, №0, 22.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016029 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1250250/muxli-2/