1. მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს რეადმისიის განაცხადი უნდა წარედგინოს მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო შეიტყობს, რომ მესამე ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი ვერ, ან ვეღარ აკმაყოფილებს ამ ქვეყანაში შესვლის, ყოფნის ან ცხოვრებისათვის დადგენილ მოთხოვნებს. თუ განაცხადის დროულად წარდგენას ხელს უშლის რაიმე იურიდიული ან ფაქტობრივი სახის დაბრკოლება, მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს მოთხოვნისამებრ, ვადა გაგრძელდება, მაგრამ მხოლოდ დაბრკოლებების აღმოფხვრამდე.
2. რეადმისიის განაცხადს პასუხი უნდა გაეცეს წერილობით
(a) 2 სამუშაო დღის განმავლობაში, თუ განაცხადი შეტანილ იქნა დაჩქარებული წესით (მე-6(3) მუხლი); ან
(b) 12 კალენდარული დღის განმავლობაში ყველა სხვა შემთხვევაში.
ვადის ათვლა დაიწყება რეადმისიის მოთხოვნის მიღების დღიდან. აღნიშნული ვადის ფარგლებში პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, გადაცემა ჩაითვლება შეთანხმებულად.
3. რეადმისიის მოთხოვნაზე უარის მიზეზები დასაბუთებულ უნდა იქნეს წერილობით.
4. თანხმობის მიცემის შემდეგ, ან საჭიროების შემთხვევაში, მე-2 პუნქტში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, პირის გადაცემა განხორციელდება სამი თვის ვადაში. მოთხოვნის წარმდგენი მხარის თხოვნით, აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს იმ პერიოდით, რომელიც საჭიროა იურიდიული ან პრაქტიკული სახის დაბრკოლებათა აღმოსაფხვრელად
შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირის შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესხებ · რედაქცია 22.11.2010
მუხლი 10. ვადები
მთავარი მონაცემები
- ვადა 6 თვის განმავლობაში
- ვადა 2 სამუშაო დღის განმავლობაში
- ვადა 12 კალენდარული დღის განმავლობაში
- ვადა სამი თვის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. საკუთარ მოქალაქეთა რეადმისია
- მუხლი 5. მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისია
- მუხლი 6. პრინციპები
- მუხლი 7. რეადმისიის განაცხადი
- მუხლი 8. მოქალაქეობასთან დაკავშირებული მტკიცებულებები
- მუხლი 9. მესამე ქვეყნის მოქალაქეებთან და მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებული მტკიცებულებები
- მუხლი 11. გადაცემის ფორმები და ტრანსპორტირების სახეები
- მუხლი 12. შეცდომით განხორციელებული რეადმისია
- მუხლი 13. პრინციპები
- მუხლი 14. სატრანზიტო პროცედურა
- მუხლი 15. ტრანსპორტირებისა და ტრანზიტის ხარჯები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირის შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესხებ“, მუხლი 10, №0, 22.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016029 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1250250/muxli-10/